
ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლის მოსწავლეებმა საერთაშორისო პროექტში “Voices Around The World” მონაწილეობა მიიღეს!
მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად მოამზადეს და პროექტში წარმოადგინეს სიმღერა – “With This Hope In My Heart”.
მნიშვნელოვანია, რომ სიმღერა პანდემიის პერიოდში ჩაიწერა და წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლის მოსწავლეები გამამხნევებელი გზავნილებით მთელ მსოფლიოს მიმართავენ. ისინი საერთაშორისო პროექტში მონაწილეობას და თავიანთ ნამუშევარს სკოლის წლევანდელ კურსდამთავრებულებს უძღვნიან.
საერთაშორისო პროექტს წელს 7000 მონაწილე ჰყავს 64 ქვეყნიდან. პროექტის შედეგად შეგროვილ თანხას ორგანიზატორები გადაურიცხავენ ტანზანიაში მცხოვრებ ბავშვებს, მათი საცხოვრებელი პირობებისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით.
ბრიტანულ პროექტში “Voices Around The World” მსოფლიოს სხვადასხვა საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ორგანიზაცია მონაწილეობს. პროექტი პირველად 2012 წელს განხორციელდა, ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა კი 2013 წლიდან ჩაერთო.
წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს სკოლა განსაკუთრებით აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით უფროსკლასელები მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერს ეწვივნენ, მე-7 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს შემეცნებითი ხასიათის აქტივობა წმინდა ნიკოლოზის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. ყველა მოსწავლეს საჩუქრად წმინდა ნიკოლოზის ხატი გადაეცა.
ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას.
ტრადიციულად, ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლაში პატარებმა საახალწლო ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით შეძლეს საახალწლო განწყობის შექმნა. მოსწავლეებმა ერთმანეთს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და ბედნიერება უსურვეს.
ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლის მოსწავლეებმა დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს ერთმანეთს.
დღე, როდესაც 12 წლის მანძილზე დაგროვილი მოგონებები ერთად იყრის თავს: სახალისო მომენტების გახსენება, შთაბეჭდილებები, კეთილი სურვილები, ცოტა ცრემლიც… XII კლასისთვის ბოლო ზარი დაირეკა.
ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სკოლის მოსწავლეების მუსიკალურმა შესრულებამ და ცეკვამ დამსწრეთა მოწონება დაიმსახურა. ღონისძიების დასასრულს ყველანი სახალისო აქტივობებში ჩაერთვნენ.
„აი ია“, სკოლის ყველაზე ნიჭიერი მოსწავლეების მონაწილეობით გამართული ღონისძიება დაუვიწყარი აღმოჩნდა.
ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლის პატარების მონაწილეობით ჩრდილების თეატრი გაიმართა. ღონისძიებას სხვა კლასის მოსწავლეებიც ესწრებოდნენ. მათ ერთმანეთს დადებითი ემოციები აჩუქეს.
ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლის უფროსკლასელებისთვის გამართულმა კარნავალმა მოლოდინს გადააჭარბა. მოსწავლეებმა ერთმანეთს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.
ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლის მოსწავლეებმა დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს ერთმანეთს. ღონისძიებას ესწრებოდნენს სკოლის დირექტორი და ადმინისტრაციის თანამშრომლები.
2019 წლის 25 დეკემბერს 1 „ა“ კლასის ყველაზე პატარა მოსწავლეებმა წინასაახალწლო ღონისძიებაზე სტუმრებს დაუვიწყარი ემოციები და დასამახსოვრებელი შესრულება აჩუქეს.
თქვენ გელით: თანამედროვე და კომფორტული გარემო, უმაღლესი ხარისხის ინფრასტრუქტურა, დაცული სივრცე, მოსწავლეებზე მორგებული სასწავლო პროგრამა. შემოგვიერთდით და შეაღეთ მომავლის კარი.
ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა არის მაღალ სტანდარტებზე მორგებული საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც მაქსიმალური პირობებია შექმნილი თქვენი შვილების წარმატების მისაღწევად.