სპორტის ეს სახეობა ხელს უწყობს მოსწავლეებში ისეთი ფიზიკური თვისებების განვითარებას როგორიცაა: სისწრაფე, ძალა, გამძლეობა, მოქნილობა და სიმარჯვე. შემოთავაზებული პროგრამის მიზანია სკოლის მოსწავლეებს მიეცეთ ფეხბურთის ტექნიკის სწავლების რეკომენდაციები. მასში მოცემული მეთოდური ხასიათის ინსტრუქციები დაეხმარება მოსწავლეებს თამაშის ჩვევების დაუფლებასა და მის შემდგომ სრულყოფაში.
მწვრთნელი: ოთარ ჭინჭარაული
კლუბის ამ მიმართულებასაც მაღალკვალიფიციური მწვრთნელები ჰყავს. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ ბავშვებმა საკუთარი პოტენციალი გამოავლინონ. მოსწავლეები მონაწილეობას შიდა ტურნირებში იღებენ.
მწვრთნელი: ოთარ ჭინჭარაული
სპორტის ეს სახეობა უზრუნველყოფს ჰარმონიულ, ფიზიკურ და სულიერ სრულყოფას. ტანვარჯიში მოიცავს საბაზისო კურსს სკოლის მოსწავლეების ფიზიკური განვითარებისთვის. ის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ბავშის მოქნილობის გასაზრდელად, იმუნიტეტის ასამაღლებლად და მთლიანი სხეულის განსავითარებლად.
მწვრთნელი: ნატალია მეტრეველი
ჭადრაკის გაკვეთილები სკოლაში საშუალებას იძლევა აამაღლოს მოსწავლის ლოგიკური აზროვნება, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უნარი. ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლაში ჭადრაკი პირველი კლასიდან ისწავლება და სკოლის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
მწვრთნელი: შავლეგ შამუგია