სკოლამდელი განათლება

პროგრამის შესახებ

სკოლამდელი განათლება მნიშვნელოვანი ეტაპია თითოეული ბავშვისთვის. ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა სათანადოდ აცნობიერებს ამ სფეროს მნიშვნელობას ზრუნავდეს ადრეულ ასაკში ბავშვთა განვითარების ხელშეწყობაზე. ჩვენი პროგრამა მოიცავს შემდეგ სფეროებს: მეტყველება, ხელოვნება, ფიზიკური განვითარება. საინტერესო აქტივობების გარდა მოსწავლეები ეუფლებიან ინგლისური ენის საწყისებს. სასწავლო პროცესი იწყება: 09:00 საათზე და სრულდება 17:00 საათზე. საფასური შეადგენს 6000 ლარს. ღირებულებაში შედის გაკვეთილები, სამჯერადი კვება, ცურვა, ქართული ცეკვა, ასევე სკოლაში თუ სკოლის გარეთ ჩატარებული ღონისძიებები.

მიღება

ფრესქულის პროგრამაზე მოსახვედრად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

მიღების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე: 032 2 18 38 28.

მოსწავლის ჩასარიცხად მშობელმა (კანონიერმა წარმომადგენელმა) უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

  • რეგისტრაციის განაცხადის შევსებული ფორმა;
  • განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;
  • მოსწავლის ორი ფოტოსურათი (3X4);
  • მოსწავლის ფოტოსურათი დისკზე;
  • დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
  • ჯანმრთელობის ცნობა.