სიახლეები

ბრიტანული ცენტრის კერძო სკოლაში მომავალი სასწავლო წლისთვის მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო

ივნისი 2, 2020

ბრიტანული ცენტრის კერძო სკოლაში მომავალი სასწავლო წლისთვის მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო


ბრიტანული ცენტრი მრავალწლიანი გამოცდილების საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომელიც ინოვაციური მიდგომებითა და მომხმარებელზე ორიენტირებული გადაწყვეტილებებით ყოველთვის გამორჩეულია. სწორედ ამაზე მეტყველებს ის სიახლე, რომელსაც ორგანიზაცია მისივე დაფუძნებულ სკოლაში მოსწავლეთა რეგისტრაციის მსურველ მშობლებს სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ რეჟიმში, სთავაზობს. ვიდრე აღნიშნული პროცედურის დეტალებს განვიხილავთ, ორიოდე სიტყვით ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლის შესახებ ვისაუბროთ. სკოლა ბრიტანული ცენტრის მიერ 2012 წელს […]

მაგიდის ჩოგბურთი

მარტი 6, 2020

მაგიდის ჩოგბურთი


ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლაში, 2020 წლის 28 თებერვალს გაიმართა შეჯიბრი მაგიდის ჩოგბურთში, სადაც სკოლის მოსწავლეები დიდი ინტერესით და მონდომებით იყვნენ ჩართულნი. I, II და III – საპრიზო კატეგორიის გამარჯვებულებს გადაეცათ მედლები, სიგელები და საჩუქრები. I ადგილის მფლობელს კი, ასევე გადაეცა 2020 წლის მაგიდის ჩოგბურთის გარდამავალი თასი. სკოლა მადლობას უხდის სპორტის პედაგოგს ოთარ ჭინჭარაულს […]

მშობლიური ენის დღე

მარტი 4, 2020

მშობლიური ენის დღე


21 თებერვალს მშობლიური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლაში ღონისძიება გაიმართა. IV კლასის მოსწავლეებმა I კლასელებს იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია და შემოქმედება გააცნეს. დასასრულს ისინი სახალისო აქტივობებში ჩაერთვნენ, რომელიც მასწავლებლებს წინასწარ ჰქონდათ მომზადებული.

რა? სად? როდის?

მარტი 4, 2020

რა? სად? როდის?


ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლის ინტელექტუალური გუნდი მონაწილეობას მიიღებს პროექტში „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა.” შერჩეული გუნდი წარადგენს წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლას და იბრძოლებს ნახევარფინალურ ეტაპზე გადასასვლელად, რომელიც ითვალისწინებს მთელი საქართველოს მასშტაბით ყველაზე მაღალქულიანი 50 სკოლის გუნდის გამოვლენას. ვიქტორინის ნახევარფინალური ეტაპი „რა? სად? როდის?“ ინტელექტუალური თამაშის პრინციპით თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ერთდროულად ჩატარება. ფინალური ეტაპი […]

წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა

იანვარი 20, 2020

წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა


სკოლა – ეს არის ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. ადგილი, სადაც ბავშვი სრულიად ახალ სამყაროში ხვდება. ადგილი, სადაც ის იცნობს საკუთარ თავსა და შესაძლებლობებს. სწავლობს ურთიერთობებს, მეგობრობას, პასუხისმგებლობას. სწორად შერჩეული სკოლა, როგორც მოსწავლის, ისე მშობლის ცხოვრებაში, ასევე უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა. როცა სკოლის შერჩევას ვიწყებთ, გვებადება კითხვა: რა გვინდა რომ სკოლიდან მიიღოს ჩვენმა შვილმა. რა არის […]