ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა სრულად პასუხობს საზოგადოების მოთხოვნებს. ის პირველ რიგში კომფორტული და მაქსიმალურად მორგებულია მოსწავლეთა მრავალფეროვან კონტიგენტზე. საგნობრივი სწავლება მიმდინარეობს ინოვაციური მეთოდებით, რაც შესაბამისობაში მოდის ხარისხთან. ჩვენ გვჯერა, რომ სკოლაში გატარებული ყოველი წელი წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას თითოეული მოსწავლის მრავალმხრივი და თანმიმდევრული განვითარებისათვის.
დაწყებითი საფეხური (I-VI კლასები)
სკოლაში დაწყებითი საფეხურიდან ისწავლება ინგლისურ ენა კემბრიჯის უნივერსიტეტის უახლესი პროგრამებით. თითოეული პროგრამა ინგლისური ენის შესწავლის გარდა მრავალ ინტერდისციპლინარულ მიმართულებებს მოიცავს და ამავდროულად ადრეული ასაკიდანვე ავითარებს ახალი მილენიუმის აზროვნებასა და უნარებს. პირველივე კლასიდან გთავაზობთ კემბრიჯის უნივერსიტეტის აპრობირებული პროგრამებით 1) ICT ( Information and Communication Technology) – საინფორმაციო და კომუნიკაციების ტენოლოგიების ინგლისურ ენაზე შესწავლას. 2) PSHE (Personal, Social, Health and Economic Education) – პიროვნული, სოციალური, ზოგადი სამედიცინო და ეკონომიკური განათლება მე-2 კლასიდან შეისწავლება ასევე ინგლისურ ენაზე. ეს მრავალპროფილური საგანი ასაკის შესაბამისი, თანმიმდევრული პროგრამაა, რომელიც სისტემურად უვითარებს მოზარდებს იმ უნარებს, რომლებიც მათ სჭირდებათ მომავალში საკუთარი ცხოვრების სწორი მართვისა და წარმატებისათვის.
საბაზო საფეხური (VII-IX კლასები)
საბაზო საფეხურის პროგრამა მოიცავს შემდეგი სახის საგნებს: ქართულს, მათემატიკას, ინგლისურს, რუსულს, ისტორიას, გეოგრაფიას, მესამე უცხოურ ენას (გერმანული, ფრანგული, ესპანური, იტალიური), მუსიკას, სპორტს.
სკოლაში ფუნქციონირებს ჰუმანიტარული, სამეცნიერო და ინგლისური ენის აკადემიური კლუბები. აღნიშნული კლუბების მუშაობის ფორმატში მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას, აღიჭურვებიან კვლევის, შემეცნებისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევებით და ჩაერთვებიან საერთაშორისო სკოლებთან ერთად საერთო პროექტების შექმნაში.
საშუალო საფეხური (X-XII კლასები)
ჩვენ ვზრუნავთ თითოეულ მოსწავლეში ლიდერის თვისებების გამოვლენა-განვითარებაზე. საშუალო საფეხურის მოსწავლეები კვლავ განაგრძობენ ინოვაციური პროგრამებით სწავლებას. ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლის საგანმანათლებლო მიდგომები დიდ ყურადღებას აქცევს კრეატიულობას, კრიტიკულ აზროვნებას, კომუნიკაციასა და თანამშრომლობას. სკოლის კურსდამთავრებულებს შეუძლიათ შექმნან ახალი და ღირებული იდეები, გააკეთონ სწორი არჩევანი,რომლის საბოლოო შედეგი წარმატებაა.