„როგორ ხარ?“ – როგორ ვიკითხოთ სწორად

„როგორ ხარ?“ – როგორ ვიკითხოთ სწორად

  • ივლისი 7, 2020

მოზარდების აღზრდის პროცესში მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რის გამო გრძნობენ ისინი თავს კარგად ან ცუდად, ასევე, შეუძლიათ თუ არა გრძნობების ღიად გამოხატვა? ორივე ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ თქვენ მათი დახმარება შეძლოთ.

ხშირად გვავიწყდება, მოსწავლეებს ვასწავლოთ, რომ „კარგად ყოფნა“ მრავალასპექტიანი  კონცეფციაა და მოიცავს ბევრად მეტს, ვიდრე უბრალოდ ბედნიერების შეგრძნებაა. როდესაც მოზარდები “კარგად ყოფნის“ კონცეფციას ეცნობიან, მათი სუბიექტური აღქმა მის მიმართ იცვლება და მისი ცალკეული კომპონენტების გაცნობიერებას იწყებენ.

გააცანით მოსწავლეებს „კარგად ყოფნის“ შემდეგი ასპექტები:

მიკუთვნების შეგრძნების გაძლიერება

ჰკითხეთ მოსწავლეებს, როდის აქვთ შეგრძება, რომ ისინი სწორედ იმ გარემოში იმყოფებიან, სადაც თავს ჰარმონიულად გრძნობენ. რას აკეთებენ გარშემომყოფები, რომ მათ თავი ასე აგრძნობინონ.  

წარმატება

სთხოვეთ მოსწავლეებს, დაასახელონ ის პიროვნული უნარ-ჩვევები, რომლებიც გამოუმუშავდათ ბოლო პერიოდის განმავლობაში. წარმატებისაკენ განვლილი გზის აღწერას ნათლად შეუძლია აჩვენოს რომ „კარგად ყოფნის“ შეგრძნება სწორედ გამოწვევების წარმატებულად გამკლავების დამსახურებაა.

მიზნების მიღწევა

მოზარდები თავს ყოველთვის ბევრად უკეთ გრძნობენ, როდესაც მიზნები ზუსტად აქვთ განსაზღვრული.  გრძელვადიან მიზნებთან ერთად, წაახალისეთ მოსწავლეები დასახონ მოკლევადიანი მიზნები, მაგალითად ისეთი როგორიცაა, ”დღეს მე მამას სადილის მომზადებაში დავეხმარები”.

ჩართულობის გაძლიერება

მოსწავლეების სხვადასხვა აქტივობებში ჩართულობის განსაზღვრა შესაძლებელია ისეთი მარტივი კითხვით როგორიცაა „რა საქმიანობა განიჭებთ სიამოვნებას?“. მათ შეუძლიათ ოჯახის, სკოლისა თუ საზოგადოების საქმიანობაში  ჩართვის სხვდასხვა  გზები განიხილონ.

ხმის მიწვდენა

მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ შეგრძნება, რომ მისი ესმით. ასწავლეთ მოსწავლეებს, რომ შეუძლიათ საზოგადოებას ხმა განსხვავებულად მიაწვდინონ. თუნდაც, ნაკლებად ტრადიციული ფორმებით, შესაძლოა ისინი საკუთარ თავს საუკეთესოდ გამოხატავდნენ ხელოვნების დახმარებით,  ბუნებაში ყოფნით ან მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრით. დაეხმარეთ, აღმოაჩინონ ეს გზები.

ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის აუცილებელი საჭიროებანი

შეახსენეთ მოსწავლეებს იმ ძირითადი საჭიროებების შესახებ, რაც აუცილებელია მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის. იკითხეთ, რას აკეთებენ იმ შემთხვევაში თუ ეს მოთხოვნილებები არ არის დაკმაყოფილებული და სთხოვეთ დაასახელონ მათთვის სანდო ადამიანები, ვისაც ამ დროს დასახმარებლად  მიმართავენ.

მას შემდეგ, რაც კლასი  გაეცნობა „კარგად ყოფნის“  ზემოთხსენებულ ასპექტებს,  შესაძლებელია, მათი ყოველკვირეული შემოწმება მოახდინოთ. ჰკითხეთ მათ, რომელია მათი ძლიერი მხარე მიმდინარე კვირას. იატაკზე განათავსეთ ფურცლები ასპექტებით და სთხოვეთ მოსწავლეებს მივიდნენ იმ ასპექტთან, რომელიც მათი ძლიერი მხარე იყო მიმდინარე კვირას. შემდეგ სთხოვეთ, მაგალითების გამოყენებით, თანატოლებთან ერთად განიხილონ, თუ რატომ შეარჩიეს ეს ასპექტი. ასეთი სავარჯიშოს შესრულებით ისინი თანატოლებისგან დადებითი გამოცდილების ახალ მაგალითებს მიიღებენ.

არ მისცეთ საშუალება, სირთულეების შესახებ საუბარი ძალიან განავრცონ, რადგან ამან შესაძლოა ნეგატიური გრძნობების ხელახალი გაღვივება გამოიწვიოს. ამის ნაცვლად, დაკვირვებით შეაფასეთ მათი პასუხები და ჰკითხეთ, თუ რა სახის დახმარება სჭირდებათ თქვენგან. პრობლემების გადაჭრის გზების მათგან მიღება ბევრად მნიშვნელოვანია და მეტად უწყობს ხელს მათ დახმარებას, ვიდრე თქვენი მოსაზრებების თავსმოხვევა.

მას შემდეგ, რაც მოსწავლე გაგიზიარებთ მისი „ცუდად ყოფნის“ მიზეზს, განიხილეთ ეს საკითხი. შემდეგ, შეარჩიეთ სწორი დრო და ჰკითხეთ: ”ვიცი, რომ ______ ასპექტში მიმდინარე კვირას სირთულეს წააწყდი. რომელმა ასპექტმა ჩაიარა დადებითად?” როდესაც მოსწავლე იაზრებს, რომ ერთი ასპექტი შესაძლოა პოზიტიური, ხოლო მეორე ნეგატიური იყოს, ის ნათლად აცნობიერებს, რომ „კარგად ყოფნა“ არის მრავალასპექტიანი და არა ფიქსირებული მდგომარეობა.  

რაც მთავარია, დაუპირისპირდით მოსაზრებას, რომ კარგად ყოფნა „შენ კარგად ხარ, ან არ ხარ“ მდგომარეობას არ გულისხმობს და შეახსენეთ მოსწავლეებს, რომ ერთ ასპექტში რაიმე სირთულის ქონა „ცუდად ყოფნას“ არ ნიშნავს. 

მომზადებულია Edutopia.org-ის მიხედვით