ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლის ინტელექტუალური გუნდი მონაწილეობას მიიღებს პროექტში „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა.” შერჩეული გუნდი წარადგენს წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლას და იბრძოლებს ნახევარფინალურ ეტაპზე გადასასვლელად, რომელიც ითვალისწინებს მთელი საქართველოს მასშტაბით ყველაზე მაღალქულიანი 50 სკოლის გუნდის გამოვლენას. ვიქტორინის ნახევარფინალური ეტაპი „რა? სად? როდის?“ ინტელექტუალური თამაშის პრინციპით თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ერთდროულად ჩატარება. ფინალური ეტაპი თბილისში ჩატარება. გამოვლინდება სამი გამარჯვებული სკოლა, რომელთაც სხვადასხვა ნომინაციაში სპეციალური პრიზები გადაეცემა.
წარმატებებს ვუსურვებთ ყველა მონაწილეს!