21 თებერვალს მშობლიური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლაში ღონისძიება გაიმართა. IV კლასის მოსწავლეებმა I კლასელებს იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია და შემოქმედება გააცნეს.
დასასრულს ისინი სახალისო აქტივობებში ჩაერთვნენ, რომელიც მასწავლებლებს წინასწარ ჰქონდათ მომზადებული.