მაგიდის ჩოგბურთი

მაგიდის ჩოგბურთი

  • მარტი 6, 2020

ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლაში, 2020 წლის 28 თებერვალს გაიმართა შეჯიბრი მაგიდის ჩოგბურთში, სადაც სკოლის მოსწავლეები დიდი ინტერესით და მონდომებით იყვნენ ჩართულნი.

I, II და III – საპრიზო კატეგორიის გამარჯვებულებს გადაეცათ მედლები, სიგელები და საჩუქრები.

I ადგილის მფლობელს კი, ასევე გადაეცა 2020 წლის მაგიდის ჩოგბურთის გარდამავალი თასი. სკოლა მადლობას უხდის სპორტის პედაგოგს ოთარ ჭინჭარაულს აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებისთვის. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებით!