ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა თანამედროვე ბრიტანული არქიტექტურული სტილის შენობა-ნაგებობაა, რომელიც განლაგებულია ეკოლოგიურად სუფთა უბანში. სკოლის შენობას უკავია 3700 კვ.მ ფართობის ტერიტორია და მისი თანამედროვე ინფრასტრუქტურა სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ ნორმებსა და მოთხოვნებს. სკოლაში ფუნქციონირებს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზე გათვლილი 2 საცურაო აუზი, ღია სპორტული მოედანი, ასევე შიდა სპორტული დარბაზი.
სკოლის ტერიტორია მაქსიმალურად არის მორგებული სასწავლო პროცესს, ასევე სრულად არის ათვისებული სკოლის ეზო, სადაც გვაქვს სპორტული და სხვადასხვა აქტივობებისთვის განკუთვნილი საბავშვო, სათამაშო მოედანი.