ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა 2012 წელს დაარსდა, რომლის მისიაა იყოს სამაგალითო, ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებული მრავალმხრივი, ინოვაციური, ქართული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება. ყოველი ახალი სასწავლო წელი დასტურია იმისა, რომ ახალი ათასწლეულის შესაბამისი განათლების მიცემით ჩვენ ვზრდით ბავშვებს მომავლის ლიდერებად. სკოლაში მაქსიმალურად შექმნილია სწავლებისთვის კომფორტული გარემო. ინფრასტრუქტურა სრულიად შეესაბამება უმაღლეს სტანდარტებს.გვჯერა, რომ სკოლის სასწავლო სივრცეში აღიზრდებიან საზოგადოების სრულფასოვანი, ღირსეული, სამართლიანი და წარმატებული მოქალაქეები.