მსოფლიო პანდემიის ფონზე, ახლა, როცა ჩვენი შვილები ჩვეულზე მეტ დროს ატარებენ სახლში და, უფრო მეტიც, ფაქტობრივად სწავლისა და გართობისათვის მხოლოდ ონლაინ პლატფორმებს იყენებენ, მათი კრიტიკული აზროვნების განვითარების პროცესში მშობლების როლი ძალიან მნიშვნელოვანია. გთავაზობთ 8 ხერხს, რომელიც ამ პროცესის სწორად წარმართვაში დაგეხმარებათ.
მნიშვნელობა არ აქვს, კრიტიკულად რაზე ფიქრობთ – ახალ ამბებზე, მუსიკაზე, საჭმელსა თუ ვიდეო-თამაშებზე, უფრო მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ ჩვევა – კრიტიკულად იმსჯელონ დაუგეგმავად, თავისთავად. დაეხმარეთ შვილებს და შეუქმენით შესაბამისი პირობა იმისათვის, რომ კრიტიკულად იაზროვნონ სახლში, სხვადასხვა ტექსტების კითხვისას, სოციალურ მედიაში სიახლეების გაცნობისას, მეგობრებთან ურთიერთობისას.
კრიტიკული აზროვნების განვითარების პროცესში, დისკუსიას ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს. კამათისას მხარეები ეძებენ არგუმენტებს, ალტერნატიულ განმარტებებს, იუმჯობესებენ კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს.
ურჩიეთ რა წაიკითხოს, მიეცით დრო და შემდეგ განიხილეთ მასთან ერთად. სთხოვეთ, გამოიტანოს დასკვნები და შემდეგ ჩაეკითხეთ: რა ფაქტებზე დაყრდნობით გამოიტანა ეს დასკვნები.
როდესაც მოსწავლეები გააკეთებენ დასკვნებს, სთხოვეთ წარმოადგინონ არგუმენტები. ამისათვის მათ ანალიტიკური აზროვნების უნარ-ჩვევებიც დასჭირდებათ.
კრიტიკული აზროვნება არ არის ჩვევა, რომელიც მხოლოდ წიგნების წაკითხვისას ან სასკოლო პროცესში გამომუშავდება. თამაში, კომუნიკაცია, დაკვირვებები – დაეხმარეთ, დაინახოს, რომ არგუმენტები და დასკვნების გამოტანა ამ შემთხვევაშიც ძალიან მნიშვნელოვანია.
ცნობილი ფაქტია, რომ ვიდეო-თამაშები კრიტიკული აზროვნების შესაძლებლობების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ცხადია, მხოლოდ ვიდეო-თამაშების გამოყენება არ გვიგულისხმია. მაგალითად, ასწავლეთ ჭადრაკი. ეს თამაში მოსწავლეებს ეხმარება აზროვნების განვითარებაში, ისინი წინასწარ საზღვრავს სტრატეგიებს, სვლების კომბინაციებს. ასევე, ხელს უწყობს გახანგრძლივებულ პერიოდში დაფიქრებას ყოველგვარი ჩარევის და გარე სტიმულაციის გარეშე. როგორც კვლევები ცხადყოფს, ჭადრაკის მოყვარული ბავშვები კარგ შედეგებს იღებენ „SAT“ ტესტებში.
განიხილეთ კონკრეტული სიტუაციები ისე, რომ ყოველთვის შეძლოთ საპირისპირო პოზიციის დაცვა არგუმენტებით.
იმის გააზრება, რომ კრიტიკული აზროვნება არ არის მხოლოდ „უნარი“ და ეს არის მიდგომა, დამოკიდებულება სხვადასხვა მოვლენის თუ სიტუაციის მიმართ, ბევრად დაგეხმარებათ იმაში რომ აქციოთ ეს „ჩვევად“. ამასთან, გაიაზრეთ, რომ კრიტიკული აზროვნებისათვის ბავშვებისთვის ბევრად მოსახერხებელია გარემო, სადაც არ აიძულებენ ფიქრს, პირიქით, აძლევენ შესაძლებლობას მშვიდ გარემოში დამოუკიდებლად იმსჯელოს.
იმისათვის, რომ კრიტიკული აზროვნების განვითარების პროცესში ბავშვები აქტიურად ჩართოთ, საჭიროა, მათ „ხელშესახები“ შედეგები დაანახოთ. მაგალითად, დაარწმუნეთ ისინი, რომ ამ სტრატეგიების გამოყენება დაეხმარება მათ, შემდგომში უფრო მარტივად გადაჭრან პრობლემები, იყვნენ უფრო დამოუკიდებლები, უფრო კრეატიულები.
მომზადებულია TEACHTHOUGHT-ის მიხედვით